Hot line : (0 353) 22 12 23

ვაზისუბანში ფრენბურთის მოედანი მოეწყო

5 August, 2019

 სოფელ ვაზისუბანში, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობის ინიციატივით და ახალგაზრდების ჩართულობით, ფრენბურთის მოედანი მოეწყო.  ადგილობრივებმა, საკუთარი ძალებით, ეკალ-ბარდისგან გაწმინდეს სოფელში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, დაამონტაჟეს გარე განათება და მოაწყვეს ფრენბურთის ბადე.  სოფლის ადმინისტრაციული ერთეულისა და ადგილობრივების ერთობლივი მუშაობის შედეგად ვაზისუბანში გაჩნდა ახალგაზრდების თავშეყრის ახალი სივრცე.

Share page