Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა.

11 June, 2019

 

 გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა

პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მხარდამჭერებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო იყვნენ.

 კონფერენციის მთავარი თემა – „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“ გახლდათ, რომელზეც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა პანელ-დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს. ☑ კონფერენციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის უხუცესი მევენახე და აგრონომი, 94 წლის შოთა ბერიკელაშვილი და უხუცესი მეღვინე – 80 წლის შოთა ფოცხვერაშვილი ესწრებოდნენ, რომლებსაც გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მევენახეთა კონფერენცია 2019-ის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მევენახისა და მეღვინის ტიტული გადასცა.

 მევენახეთა კონფერენცია 2019-ს მევენახეები მთელი კახეთიდან, აგრარული მიმართულების სტუდენტები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციის დასასრულს, რომლის მასპინძელი-პარტნიორიც სოფელ კაჭრეთში მდებარე სასტუმრო „ამბასადორი“ იყო, გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ხოლო თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. 

Share page