სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამის 3 თვის ანგარიში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში 508 ბენეფიციარმა ისარგებლა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 55 650 ლარი გაიცა.
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, კლინიკო - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.