Hot line : (0 353) 22 12 23

18 ივლისის მონაცემებით საქართველოდან 15 069 ტონა ატმისა და ვაშლატამის ექსპორტია განხორციელებული

20 July, 2021

საქართველოდან ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტია განხორციელებული, რომლის ჯამური ღირებულება 13 მილიონ 322 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ამ დროისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40-მდე სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს.

დღევანდელი მონაცემებით მაღალი ხარისხის ატმის ფასი 2,30 ლარიდან 2,50 ლარამდე, ხოლო ვაშლატამის 2,80 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს.

Share page