Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა

19 July, 2021

გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა. ​

 ჟიურის წევრები იყვნენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მსახიობები - გუჯა ლორთქიფანიძე და "შონზო".

 ნახევარფინალში 12 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში, შემდეგი გუნდები გადავიდნენ:
 მეორე საჯარო სკოლის გუნდი " უნივერსალი";
 სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "დარდიმანდი";
 სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი " ვიო ე";
 I საჯარო სკოლის გუნდი " პიკი";
 სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი " აშენდა";
სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი "აუ, რა ჩავიცვა";
 ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.


 

Share page