Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.

3 June, 2021

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო.

პირველი ტურში 15 - მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ჟიურის შეფასებების შედეგად, მომდევნო ტურში 12 გუნდი გადავიდა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ - „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე და მსახიობები-"შონზო"და ტატო ნიკურაძე.

კონცერტს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ხანდამაშვილი და ვიცე მერი თეიმურაზ ზავრაშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბები მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით ოთხი წლის წინ შეიქმნა და სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,
ყოველწლიურად ტარდება.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე მონაწილეებს და მაყურებელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

Share page