Hot line : (0 353) 22 12 23

ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბში რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა

30 March, 2021

27-28 მარტს, ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, 12 და 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკის რეგიონული ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი იღებდა ( საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, თელავი, ყვარელი, გურჯაანი). ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.

რეგიონულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეებმა და გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს. მეორე ადგილზე ლაგოდეხის, ხოლო მესამეზე თელავის გუნდი გავიდა.

ტურნირის გამარჯვებულები არიან:

12 წლამდე ასაკში

1 ადგილი - თუშიშვილი თამაზი ( თელავი);

2 ადგილი - ტოკლიკიშვილი ილია (დედოფლისწყარო);

3 ადგილი - შიოშვილი შიო (საგარეჯო);

1 ადგილი - ღამბაშიძე მაგდა (გურჯაანი);

2 ადგილი - ბუზალაძე ლიკა (ლაგოდეხი);

3 ადგილი - აგულაშვილი ნინო (საგარეჯო);

18 წლამდე ასაკში

1 ადგილი - ლიმარ ანა (ლაგოდეხი);

2 ადგილი - აბულაძე ნანა (დედოფლისწყარო);

3 ადგილი - ლიმარ მარი (ლაგოდეხი);

1 ადგილი წანაწყენიშილი ალექსანდრე (გურჯაანი);

2 ადგილი - წანაწყენიშვილი გიორგი (გურჯაანი);

3 ადგილი - თამაზ თუშიშვილი (თელავი);

 კახეთის რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები, გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული, შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის გახსნას გურჯაანის მუნიპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ვეტერან მოჭადრაკეებთან ერთად, ესწრებოდა.

 

 

 

Share page