Hot line : (0 353) 22 12 23

 ქალაქ გურჯაანში, ბერიტაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

11 November, 2020


 პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

 სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 199 900 ლარი იხარჯება.

 ბერიტაშვილის ქუჩის გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გუმბათი" ასრულებს.

 

Share page