Hot line : (0 353) 22 12 23

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

30 June, 2020

დღეს, ქალაქ გურჯაანს სულაკაურის გამომცემლობის მოძრავი მაღაზია სტუმრობდა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა გამართა. გამომცემლობამ გურჯაანელებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა სპეციალურ ფასად შესთავაზა.  უკვე რამდენიმე წელია რაც სულაკაურის გამომცემლობა, წიგნის მოყვარულებისთვის, გურჯაანში ასეთ აქციებს მართავს.  წიგნების გამოფენა-გაყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Share page