Hot line : (0 353) 22 12 23

სოფელ მუკუზანში სკოლის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

8 May, 2020

 კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების გამო დროებით შეჩერებული საგზაო სამუშაოები განახლდა სოფელ მუკუზანშიც, სადაც სკოლის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი" " ასრულებს. ☑️გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 536 750 ლარი დაიხარჯება.

Share page