Hot line : (0 353) 22 12 23

მოხალისეთა ჯგუფებისთვის ონლაინ-ტრეინინგი ჩატარდა

23 March, 2020

23 მარტს  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოხალისეთა ჯგუფებზე პასუხისმგებელმა პირმა ბენო გეგეჭკორმა და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების მოხალისეებთან ონლაინ-ტრენინგი გამართეს და არსებულ სიტუაციაში აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს.  გურჯაანის მუნიციპალიტეტში 15 კაციან მოხალისეთა ჯგუფს საჯარო მოხელეები წარმოადგენენ. მოხალისეებს შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ა(ა)იპების და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლებიც არიან.  მოხალისეთა ჯგუფი მუნიციპალიტეტში არსებულ ერთგვარ თავშეყრის ადგილებთან: ბანკებთან, საბანკო ტერმინალებთან, ფოსტასთან, აგრარულ ბაზართან, არსებულ მომხმრებთა რიგებს დაარეგულირებენ. მათი მიზანია მაქსიმალურად აარიდონ მოსახლეობას თავშეყრის ადგილებზე ყოფნა. ონლაინ ტრენინგის ბოლოს მუნიციპალიტეტის მოხალისეთა ჯგუფებს სპეციალური ეკიპირება გადაეცათ.

Share page