Hot line : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ნანიანში

28 January, 2020

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში პრიორიტეტები შეარჩიეს სოფელ ნანიანშიც.  ადგილობრივებმა, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობა, წყლის რეზერვუერის დამონტაჟება და გარე განათების წერტილების დამატება გადაწყვიტეს.  სოფლის საერთო კრებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.  წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით", სოფელ ნანიანისთვის, 16 000 ლარია გამოყოფილი.

Share page