Hot line : (0 353) 22 12 23

ივანე ბერიტაშვილის დაბადების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა

15 January, 2020

2020 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა:
გიორგი შარვაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.
შესავალი სიტყვა:
გურამ ბექაია - საქართველოს ივანე ბერიტაშილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი.
სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა:
ნელი მაღლაკელიძე - აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, სსიპ ივანე ბერიტაშილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი - "ჰიპოთალამიური ნეიროპეპტიდებიდა მათი კავშირი ზოგიერთ ნეირო- ფსიქოლოგიურ დაავადებასთან"
მარიამ ჭიღლაძე- აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში, სსიპ ივანე ბერიტაშილის ექსპერიემნტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა დაკოგნიტურ ფუნქციების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი.
"ოკადაიკის მჟავით გამოწვეულ ალცჰეიმერის ნდაავადების ცხოველურ მოდელში მემანტინის ეფექტების კვლევა სისტემურ და მოლეკულურ დონეზე"
სხდომას მრავალ გამოჩენილ პროფესორთან და აკადემიკოსთან ერთად ესწრებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი არჩილ ხანდამაშვილი, ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის დირექტორი ქალბატონი დესი ფურცელაძე და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეომო გაერთიანების დირექტორი ქალბატონი სალომე ბოგვერაძე.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
სხდომაზე ასევე დრო დაეთმო მოგონებებს ივანე ბერიტაშვილზე.

Share page