Hot line : (0 353) 22 12 23

გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო-25 დეკემბერი

26 December, 2019

25 დეკემბერს, გურჯაანის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო! საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მეუღლესთან თამარ ქადაგიშვილთან ერთად აანთო, რომელმაც მოსახლეობას საქველმოქმედო აქციაში "მზრუნველი კალათი", მონაწილეობისკენ მოუწოდა. გასული წლის მსგავსად, გურჯაანელებს წელსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ საქველმოქმედო აქციაში და 30 დეკემბრამდე, მთავარ ნაძვის ხესთან სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მოიტანონ ტანსაცმელი, სათამაშოები და საახალწლო ნობათი, რომელიც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.  გურჯაანის საახალწლო ქალაქს თოვლის პაპა ესტუმრა, რომელიც ქოხში დაბინავდა და ბავშვებს უამრავი საჩუქარი გადასცა.  ნონეშვილის გამზირზე მოწყობილი იყო საახალწლო მარკეტი. სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ენთო ცეცხლი კასრებში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად ამ დღისთვის გამოყო უფასო ტრანსპორტი კაჭრეთიდან, კარდენახიდან და კახიფარიდან გურჯაანის მიმართულებით, რომელიც ღონისძიებების დასრულებამდე მოძრაობდა.  საახალწლო ქალაქში ბენდი "ხარებას" კონცერტი გაიმართა.  საღამო Dj-მ და გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა.  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 31 დეკემბერს, 15:00 საათიდან, გიწვევთ საახალწლო ქალაქში, სადაც სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ!

Share page