Hot line : (0 353) 22 12 23

უცხოელი სტუმრები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში"

18 October, 2019

11-13 ოქტომბერს გურჯაანს 6 ქვეყნის (ესპანეთის,სლოვაკეთის,უკრაინის,ბელარუსიის, ესტონეთის და ლიეტუვას) დელეგაცია სტუმრობდა. უცხოელი სტუმრები გურჯაანში ღვინის ფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდნენ.  11 ოქტომბერს დელეგაციის წევრები კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისს“ ესტუმრნენ, დაათვალიერეს კოლეჯი და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.  ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისსა“ და ბელარუსიის საგანმანათლებლო დაწესებულება „გოროდოკის სახელმწიფო აგროტექნიკურ კოლეჯს“ შორის, რაც მიზნად ისახავს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, ინდ.მეწარმე მიხეილ მათიაშვილსა („ველიანი“ - რძის პროდუქტების წარმოება) და ბელარუსიის რესპუბლიკის ვიტებსკის ოლქის ღია სააქციო საზოგადოება „მეფრინველეობის ფაბრიკა გოროდოკს" შორის.

Share page